ინტეგრირებული გაკვეთილები





გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
დრო, რა დროა
სწავლების საფეხური
დაწყებითი, მე-4 კლასი
ინტეგრირებული საგნები
მათემატიკა,
ბუნება
უცხო ენა - ინგლისური
მასწავლებლების სახელი, გვარი
მათემატიკა, ბუნება   _    ნინო ჯოჯიშვილი
ინგლისური ენა          _    ნანა აივაზაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
20.      სსსმმ მოსწავლეები არ არის
აქტუალობა
დროის ინტერვალის ერთი საათის ნახევრის, მეოთხედის, მესამედის ამოცნობა და წაკითხვა როგორც ქართულად ისე ინგლისურად. ყოველივე ამის ცოდნა მათ ცხოვრებაში ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს.
 სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან (როგორც ქართულად, ისე ინგლისურად) დროის ერთეულებს,  არითმეტიკული მოქმედებებით დროის ინტერვალის  ერთი საათის ნახევრის, მეოთხედის, მესამედის გამოსახვას წუთებით.
მათემატიკა IV.5
მოსწავლეს შეუძლია ზომის ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება
·         იყენებს დროის ერთეულებს (საათები და წუთები) შორის ცნობილ თანაფარდობას და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით პოულობს დროის (ერთ საათამდე) ინტერვალს.
·         ერთი საათის ნახევარს, მეოთხედს, მესამედს გამოსახავს წუთებით.
ბუნება  IV.8
მოსწავლეს შეუძლია მზის სისტემის აღწერა.
იყენებს ილუსტრაციებს და ახასიათებს მზის სისტემას.
ინგლისური:
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია  კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი  ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია, ნაცნობი
 III.11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სწორად და გარკვევით წარმოთქვამს  ნაცნობ სიტყვებს, ფრაზებს,


მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან დროის საზომი ერთეულები: საუკუნე, წელიწადი, თვე, კვირა, დღე, საათი.
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   მათემატიკა
გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე. მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ინგლისური ენა
Mary Bowen, Liz Hocking “English World” მოსწავლის სახალმძღვანელო,მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ტექნიკური რესურსი:  1კომპიუტერი, კომპ.პროგრამა „power point“,   პროექტორი.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები, მექანიკური და ელექტრონული საათი







გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:

A ფაზა -გამოწვევა
ნინო ჯოჯიშვილი
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა. (2 წუთი)
აქტივობა 2. მოლოდინების განსაზღვრა.
(რას ელოდებით გაკვეთილისაგან). (3წუთი)
აქტივობა 3. რა დროა ახლა?
გონებრივი იერიშის მეთოდით ვაფიქსირებ მოსწავლეთა პასუხებს დაფაზე. (5წუთი)

ნანა აივაზაშვილი
აქტივობა 4 .დასახელებული  სიტყვებიდან  ამოვარჩევ საათს და გავახსენებ   ყველა იმ სიტყვას რაც დაკავშირებულია მასთან .  (5 წუთი)


B  ფაზა -შინაარსის რეალიზება
ნინო ჯოჯიშვილი
აქტივობა 5.   ვაჩვენებ ,,power point“- ში მომზადებულ პრეზენტაციას „დროის საზომი ერთეულები“  (5წუთი)
აქტივობა 6.  მოსწავლეებს ვესაუბრები საათის შესახებ, ვაჩვენებ მექანიკურ და ელექტრონულ საათებს.  (5წუთი)
ნანა აივაზაშვილი
აქტივობა 7.  შევისწავლით მექანიკურ და ელექტრონული საათების ცნობას.  (5 წუთი)




C ფაზა - რეფლექსია
ნინო ჯოჯიშვილი
აქტივობა 8.   ჯგუფური სამუშაო (5 წუთი)
შევავსოთ  სქემა (გამოსახე დრო სიტყვებით და ისრებით)
 აქტივობა 9.     პრეზენტაცია (5 წუთი)
მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფის პრეზენტაციას.
ნანა აივაზაშვილი
აქტივობა 10. მოსწავლეები ჯგუფებში ჩაწერენ წინადადებებში აღნიშნულ დროს  და წარმოადგენენ ჯგუფის ნამუშევარს.
გაკვეთილის შეჯამება- შეფასება, საშინაო დავალების მიცემა (5 წუთი)
მოსწავლეები მსჯელობენ იმ მოლოდინების შესახებ, რომლებიც მათ დააფიქსირეს გაკვეთილის დასაწყისში და აფასებენ გაკვეთილს.

                    
შეფასება და თვითშეფასება
 გაკვეთილის მსვლელობის დროს დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის და  ჯგუფში მუშაობის შეფასების საფუძველზე.




გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ლექსიკა -‘’Animals- ცხოველები'' და მათი დახმარებით ზედსართავი სახელის რაობის გაცნობა
სწავლების საფეხური
დაწყებითი III კლასი
ინტეგრირებული საგნები
უცხოური ენა- ინგლისური
ქართული ენა
მასწავლებლების სახელი, გვარი
ნანა აივაზაშვილი
ნინო ჯოჯიშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა
20      სსსმმ მოსწავლეები არ არის
 გაკვეთილის სასწავლო მიზნები და ამოცანები
ინგლისური ენა
·         მოსწავლეები შეისწავლიან ახალ სიტყვებს და ფრაზებს.იყენებენ შესაფერის და საჭირო გრამატიკული და ლექსიკურ ცოდნას.
·         გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს კითხვის და მოსმენის უნარ-ჩვევები.
ქართული ენა
·         ზედსართავი სახელის რაობის ცნება

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები

(ინგლისური ენა)

უცხ.დII10 მოსწავლე იყენებს კითხვის სტრატეგიას.
. დამოუკიდებლად ამოიცნონს უცნობი სიტყვების ტექსტის მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით(კონტექსტი,ილუსტრაცია,ნაცნობი ასოები)
 .ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ სიტყვებს და მცირე ზომის ტექსტს.
უცხ.დ II.15.მოსწავლე აღწერს ილუსტრაციებს
 .ასახელებს პერსონაჟს,ცხოველს, საგანს.
 .აღწერს მათ სხადასხავა ნიშნის მიხედვით.
უცხ.დII.1.მოსწავლე იგებს მასწავლებლის მითითებებს და სავარჯიშოს ინსტრუქციებს.
სათნადოდ რეაგირებს მასწავლებლის მითითებებზე.
ასრულებს სავარჯიშოს.

 (ქართული ენა)

ქართ. III. 3. მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·              სასაუბრო თემებისათვის (მაგ.,„ცხოველები“) იყენებს სპეციალურ ლექსიკას;
·              მართებულად სვამს კითხვებს (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...?)
·         მოსწავლე ეცნობა ზედსართავი სახელის რაობასა და მის კითხვებს;
·         პრაქტიკულად იყენებს ამ ცოდნას;
·         მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებსა და ჯგუფებში.


წინასწარი ცოდნა
·         მოსწავლეებმა იციან ზოგიერთი შინაური და გარეული ცხოველების სახელები ინგლისურად.
·         იცნობენ არსებით სახელს, როგორც მეტყველების ნაწილს.
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური, წყვილები.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   ქართული ენა
ნ. მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი, ე, მაღლაკელიძე - „ჩვენი ენა ქართული“; მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ინგლისური ენა
Mary Bowen, Liz Hocking “English World” მოსწავლის სახალმძღვანელო,მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ტექნიკური რესურსი:  1კომპიუტერი, კომპ.პროგრამა „power point“,   პროექტორი.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა,საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები, ცხოველების სურათები

შეფასება
გაკვეთილის მსვლელობის დროს დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის, წყვილებში და ჯგუფში მუშაობის შეფასების საფუძველზე.






გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:

A ფაზა -გამოწვევა

·         მოტივაცია -(5 წთ) - ნ. აივაზაშვილი
მოსწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას და ისინი ცდილობენ ამოიცნონ ნაცნობი ცხოველები,ინგლისურ ენაზე. 
ვურიგებ ტექსტს, მოსწავლეები კითხულობენ და აკავშირებენ სურათებთან ჯგუფში.

B  ფაზა -შინაარსის რეალიზება

·         ვენის დიაგრამის შევსება გონებრივი იერიშით (5წთ) - ნ. ჯოჯიშვილი
დასახელებული ცხოველები დავყოთ რაიმე ნიშან-თვისების მიხედვით ორ ჯგუფად ( შინაური და გარეული ცხოველები, ან ბალახისმჭამელი და ხორცისმჭამელი)
     (ვირჩევთ ორ ცხოველს, მაგ: ნიანგი და სპილო, მათი ნიშან-თვისებებით ვავსებთ ვენის დიაგრამას)
·             ენობრივ მასალაზე დაკვირვება (10 წთ) ნ.ჯოჯიშვილი
დაკვირვება დაფაზე მოცემულ სიტყვებზე:  ნაცრისფერი, ბალახისმჭამელი, გარეული, შინაური, მტაცებელი..
-          რას აღნიშნავს ეს სიტყვები? (საგნის თვისებას)
-          რომელ სიტყვას დაესმიან ისინი? ( არსებით სახელს)
-          რომელი კითხვა დაესმით მათ? ( როგორი)
მიეწოდებათ განსაზღვრება და ტერმინი: სიტყვა რომელიც დაერთვის არსებით სახელს და აღნიშნავს როგორი არის ეს არსებითი სახელი და უპასუხებს კითხვაზე როგორი? ზედსართავი სახელი ეწოდება.
-          დავასახელოთ სიტყვები რომელიც გვიპასუხებს კითხვაზე როგორი?
·         ნ. აივაზაშვილი (5 წთ)
დაფაზე ვწერ ზედსართავ სახელებს,ბავშვები კითხულობენ და ვთარგმნით ერთად.
ვურიგებ არეულ წინადადებებს ჯგუფში და ვთხოვ ააწყონ წინადეადებები სწორად,გამოიყენონ ზედსართავი სახელები და დაახასიათონ ცხოველები.

C ფაზა - რეფლექსია

  ჯგუფური მუშაობა (5 წთ) ნ. ჯოჯიშვილი
  მოსწავლეებს შევთვაზებთ ორი დავალების შესრულებს ჯუფურად.
   დავალება 1 ასოციაციურ რუკაში ჩაწერონ ქართულად რომელიმე ცხოველის სახელი და ინგლისურად მიუწერონ სამი ზედსართავი სახელი.

     პრეზენტაცია (5 წთ)ნ. ჯოჯიშვილი

  მოსწავლეები წარმოადგენენ ჯგუფის პრეზენტაციას.

    ჯგუფური მუშაობა (5წთ) ნ. აივაზაშვილი

  დავალება 2 ვურიგებ არეულ წინადადებეს და ვთხოვ ააწყონ წინადადება სწორად,გამოიყენონ ზედსართავი სახელები და დაახასიათონ ცხოველები.

   პრეზენტაცია (5წთ): მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევარს.
   აფასებან ერთმანეთის ნამუშევრებს.



                    
საშინაო დავალება
ინგლისური ენა
აღწერონ ერთი შინაური და ერთი გარეული ცხოველი,გამოიყენონ შესწავლილი ზედსართავი სახელები
ქართული ენა
ქართული ენის აქტივობის რვეულში შესაბამისი სავარჯიშოების შესრულება

Комментариев нет:

Отправить комментарий