შეფასების სქემები







თვითშეფასება



კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
2
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას
4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
12
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად


საგაკვეთილო პროცესის შეფასების სქემა


1
2
3
მოქნილობა /კრეატიულობა
მასწავლებელს არ აქვს ლავირების უნარი _ იგი მოჰყვება დაგეგმილ აქტივობებს, მიუხედავად იმისა, გადის თუ არა შედეგზე
მასწავლებელს ნაკლებად აქვს ან არაეფექტურად ამჟღავნებს ლავირების უნარს
მასწავლებელს აქვს ლავირების უნარი - მას შეუძლია დაგეგმილი აქტივობების შეცვლა შექმნილი რეალიების შესაბამისად
აქტივობები და სწავლების მეთოდები
აქტივობები და მეთოდები ერთფეროვანია და მოუქნელი. ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, ვერ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
გამოყენებულია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აქტივობა და მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ძირითადი ბირთვის ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას, ნაწილობრივ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
მოქნილად არის გამოყენებული მრავალფეროვანი, ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, სასწავლო შედეგის მიღწევას.
რესურსები
არ იყენებს/ არაეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს.
იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს, თუმცა თავად იშვიათად მოიძიებს და ქმნის მას.
მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ, მის მიერ მოძიებულ და შექმნილ რესურსებს.
შეფასება
მის მიერ გამოყენებული შეფასების ტიპები არაადეკვატურია, ხოლო გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს მიღწეულია თუ არა შედეგი.
ნაკლებად ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი.
კლასის მართვა
კლასი ქაოტურია. მასწავლებელს არ აქვს შემუშავებული გაკვეთილზე ქცევის წესები. მასწავლებელი მოსწავლის მიმართ არაეთიკურია
კლასი ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა ნაწილის ქცევა დესტრუქციულია. მასწავლებელი ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას, თუმცა მის მიერ გამოყენებული წესები რიგ შემთხვევებში არაეფექტურია.
მოსწავლეები სრულად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, დისციპლინა თვითრეგულირებადია. მცირე დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი ადვილად ახერხებს წესრიგის აღდგენას.

გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა




1
2
3
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი და შეფასებადი; არ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად, მაგრამ ნაკლებ რეალისტური და გაზომვადია;
ბოლომდე ვერ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად; იგი არის გაზომვადი და შეფასებადი;
სრულად აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები შეუსაბამოა აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები ნაწილობრივ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
აქტივობები სრულად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას; სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
შეფასება
შეფასების ტიპები და მეთოდები საერთოდ არ არის მოცემული, ან ვერ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
მოცემულია შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც  ნაწილობრივ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
კონკრეტულას არის მოცემული შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც  ზუსტად განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
თვითშეფასება
გაკვეთილის გეგმას თან არ ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა/ ახლავს, თუმცა იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ საშუალებას არ აძლევს გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
გაკვეთილის გეგმას თან  ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც ნაწილობრივ აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
გაკვეთილის გეგმას თან  ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც სრულად  აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.

კომენტარი:


გაკვეთილის შეფასების სქემა

შეფასების კრიტერიუმები
პირობითად ჩაეთვალა
ჩაეთვალა
წარმატებით ჩაეთვალა
შეუძლია პრაქტიკულად დროის ინტერვალის ერთი საათის, ნახევრის, მეოთხედის, მესამედის გამოსახვა წუთებით
ცდილობს დროის ინტერვალის ერთი საათის, ნახევრის, მეოთხედის, მესამედის გამოსახვა წუთებით
ხარვეზებით  გამოსახავს დროის ინტერვალის ერთი საათის, ნახევრს, მეოთხედს, მესამედს  წუთებით
თავისუფლად, სწორად  გამოსახავს დროის ინტერვალის ერთი საათის, ნახევრს, მეოთხედს, მესამედს  წუთებით
შეუძლია მართებულად ისრებიანი საათის გამოყენება და მასზე გამოსახული დროის ამოცნობა

ცდილობს მართებულად გამოიყენოს ისრებიანი საათი და ამოიცნოს მასზე გამოსახული დრო
მართებულად იყენებს ისრებიან საათს და ხარვეზებით ამოიცნობს მასზე გამოსახულ დროს
მართებულად იყენებს ისრებიან საათს და სწორად ამოიცნობს მასზე გამოსახულ დროს
მუშაობს ინდივიდუალურად  და ჯგუფებში, იცავს დროის ლიმიტს.

ცდილობს იმუშაოს ჯგუფის წევრებთან, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ნაწილობრივ ასრულებს სამუშაოს ჯგუფში და  იცავს დროის ლიმიტს
იცავს დროის ლიმიტს და ლოგიკური თანმიმდევრობით ასრულებს მოცემულ დავალებას ჯგუფში.





1 комментарий: