კონფერენციები







„პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“







კონფერენციის დღის წესრიგი

კონფერენციის ანგარიში

  ჩატარების დღე:                        21-22 ივნისი 2013 წელი.
ძირითადი თემა:                       „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“.
ჩამტარებელი ორგანიზაცია:        მასწავლებლის სახლი.
პროგრამის კოორდონატორი:         კახა  ჟღენტი;
კონფერენციის მიზანი და ამოცანა: პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაცნობა. პედაგოგების მიერ პროექტების წარდგენა, შეფასება და გამოცდილების გაზიარება
      
             კონფერენციაზე დასწრების გამოცდილება არ მქონდა და ძალიან დავინტერესდი აღნიშნული შემოთავაზებით. გავაგზავნე განაცხადი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე მარტო მსმენელის სტატუსით არ დავსწრებოდი და ჩემი   პროექტის პრეზენტაცია წარმედგინა.  პროექტი, “power point”-ში მომზადებული, ელექტრონულად ბატონ კახას გადავუგზავნე და მოუთმენლად ველოდი პასუხს მივიღე მოსაწვევი მასწავლებლის სახლიდან და ჩემს ორ კოლეგასთან ერთად 21 ივნისს წარვადგინეთ ჩვენი პროექტები. აღმოჩნდა რომ სულ 200-მდე განაცხადი შესულა და აქედან მხოლოდ 25 შეირჩა საპრეზენტაციოდ.
კონფერენციის პრეზენტაცია

კონფერენცია 11 საათზე დაიწყო. გავეცანით მის დღის წესრიგს. კონფერენციას ესწრებოდა: მასწავლებეთა პროფესიული განვითარების სქემის კოორდინატორი ბატონი კახა ჟღენტი, კომპეტენტური ექსპერტები, მოგვიანებით შემოგვიერთდა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი ბატონი გია მამულაშვილი. მსმენელი აუდიტორია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, მასწავლებლები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულნი.
დღის წესრიგით სულ 16 პროექტი გადიოდა, ჩემი პრეზენტაცია მე-14-ე იყო, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ კონფერენცია იმდენად საინტერესო და თბილ გარემოში წარიმართა, მალე დავმშვიდდი. გამომსვლელებს საპრეზენტაციოდ 7-10 წუთი გვქონდა გამოყოფილი, იყო ძალიან კარგი შეფასებები, კომენტარები და რჩევები, როგორც კოლეგებისაგან, ისე მსმენელებისაგან.
ძალიან მომეწონა წარმოდგენილი პროექტები, მაგრამ რამდენიმემ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. გორის რაიონის ს. ძევერის საჯარო სკოლის დ/კლასების პედაგოგს ჰქონდა წარმოდგენილი პროექტი „მაღაზიობანა“, სადაც ბავშვები თამაშით და იმიტირებით სწავლობენ 10-ის ფარგალში შეკრება-გამოკლებას. მის გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში ამ თემის შესწავლის დროს, ვარიანის პედაგოგმა თამარ დავითიძემ წარმოადგინა „კრისტალების გამოზრდა“, გვაჩვენა გასაოცარი პროდუქტი, ულამაზესი კრისტალები, რომლებიც მუშაობის პროცესში მიიღეს, მომეწონა  ასევე  მასწავლებელთა კონკურსშიპარტნიორები განათლებაში - საქართველოს ფორუმი 2013“-ის გამარჯვებული პროექტი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს ეხებოდა.
ჩემი საპრეზენტაციო პროექტის სახელწოდება იყო „სოფლის შენებას რა უნდა“, რომელიც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნებოდა კოლეგებისათვის, რადგან, არსებული პრობლემა, ვფიქრობ, ბევრ მასწავლებელს ექმნება კონკრეტული თემის შესწავლის დროს. პროექტი ინტეგრირებული იყო მათემატიკასთან და ხელოვნებასთან. თემა ეხებოდა სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს, რომლის გააზრებულად აღქმა ამ ასაკის  მოსწავლეებისათვის საკმაოდ რთულია. კოლეგებს შევთავაზე  ჩემეული ხედვა ამ საკითხის ადვილად დაძლევაში. პროექტმა მოწონება დაიმსახურა. დამატებითი შეკითხვები არ დაუსვამთ, ვფიქრობ სრულყოფილად ამოვწურე სათქმელი.
პრეზენტაცია ვეცადე რაც შეიძლება მოკლედ და ლაკონურად წარმომედგინა, რადგან სხვა გამომსვლელებს უჭირდათ ზუსტად დამოეყენებინათ დროის ლიმიტი. ჩამოვაყალიბე არსებული პრობლემა და ის საჭირო აქტივობები რაც მის განსახორციელებლად გამოვიყენე. ეს აქტივობები ზუსტად იყო მორგებული მე-3-ე კლასის სტანდარტებსა და ინდიკატორებს. მსმენელებს წარმოვუდგინე სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტო-მასალა და ბოლოს პროექტის საბოლოო პროდუქტი, ჩვენი სოფლის მეჯვრისხევის ერთ-ერთი უბნის მაკეტი.
კონფერენციის მნიშვნელობის დასაბუთება:  კონფერენციის დასრულების შემდეგ ახლოს  გავეცანი მონაწილეებს, და უფრო დაწვრილებით გავუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები, გავცვალეთ ელექტრონული მისამართები და გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა აქტიურად. ყველა ძალიან კმაყოფილი იყო და აღნიშნეს, რომ თუ ასეთი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართება, ასეთი საინტერესო გამოცდილებების გაზიარება მოხდება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება ბევრად ადვილი და მაღალშედეგიანი იქნება.

გარდა ამისა პედაგოგებმა პროექტზე დაფუძნებული სწავლების რამდენიმე ძირითადი მიმართულება განიხილეს, მათ შორის:ატარეს. გარდა ამისა პედაგოგებმა პროექტზე დაფუძნებული სწავლების რამდენიმე ძირითადი მიმართულება განიხილეს, მათ შორის:

პროექტზე დაფუძნებულ სწავლა/სწავლების ხელშეუწყობა და სტიმულირება სკოლებში;

მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეების მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების გზები;

მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა და აქტიური მონაწილეობაპროექტზე დაფუძნებული სწავლებისპროცესში და სხვ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პედაგოგებს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაში ტრენინგ-კურსსაც სთავაზობს.
გარდა ამისა პედაგოგებმა პროექტზე დაფუძნებული სწავლების რამდენიმე ძირითადი მიმართულება განიხილეს, მათ შორის:

პროექტზე დაფუძნებულ სწავლა/სწავლების ხელშეუწყობა და სტიმულირება სკოლებში;

მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეების მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების გზები;

მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა და აქტიური მონაწილეობაპროექტზე დაფუძნებული სწავლებისპროცესში და სხვ

Комментариев нет:

Отправить комментарий