პროექტები





სასწავლო პროექტი -ახალი წელი და საახალწლო რიტუალები საქართველოში

1. პროექტის სახელი
ახალი წელი და საახალწლო რიტუალები საქართველოში
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
  • საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ადათ-წესების გაცნობა;
  • მათი კულტურული მარგალიტები;
  • საქართველოს რუკის მაკეტის დამზადება კუთხეების მიხედვით.
3. პროექტის აქტუალობა:
  • საქართველოს კუთხეებში გავრცელებული საახალწლო რიტუალების გაცნობა;
  • ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერების განვითარების ხელშეწყობა;
  • საქართველოს კუთხეების საზღვრების დადგენა-გააზრება;
  • გამოკითხვების ჩატარება სხვადასხვა საახალწლო რიტუალების დასადგენად.
4. პროექტის მიზნები:
  •      ქართული ენის, ბუნების, მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება, კვლევის წარმოება, მასალების დამუშავება  და მისი პრეზენტაცია;
  •      თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •      მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი8-9 წელი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
  • კუთხური საახალწლო რიტუალების გაცნობა/გააზრება;
  • ინტერვიუები;
  • გამოკითხვის შედეგები და ანალიზი;
  • პრეზენტაციები;
  • საქართველოს რუკის მაკეტი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  • კომპიუტერიინტერნეტი ციფრული კამერა, პროექტორი;
  • საჭირო ლიტერატურა;
  • ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
  • ფანქრები და კალმები.
  • მარკერები, გუაშები;
  • ქართული ხალხური ცეკვების აუდიო დისკი. 
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო         აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
  • ჯგუფების შექმნა ( შემგროვებელი, დამხარისხებელი, გამოკითხვის ჩამტარებლები,
მოცეკვავეები, რუკის შემქმნელები);
  • ფუნქციების განაწილება;
  • შესასრულებელი დავალებების არჩევა;
  • შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა;
  • შუალედური და საბოლოო შეფასების (თვითშეფასების) დროის განსაზღვრა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მონაცემებისა და მასალის შემგროვებელთა  ჯგუფი პირველები ერთვებიან პროექტის მუშაობაში ( გუნდები ორ ნაწილად იყოფიან: ნაწილი სოციალური ქსელებით მოაგროვებს მასალას,  მეორე ნაწილი უშუალოდ შეეცდება სხვადასხვა ადამიანებს შეხვდნენ და ისე ჩაიწერონ განსხვავებული კუთხეების ტრადიციები). დამხარისხებელთა ჯგუფი მასალის შეგროვებისთანავე ერთვება მუშაობაში   და იწყებს მოძიებული მასალის  შედარება, დახარისხებას. შუალედური შეფასებისას ყველა ერთვება მოძიებული მასალის განხილვაში და მართავენ დისკუსიასხალხური ცეკვების და სიმღერების შემსრულებლებს, ხელმძღვანელობას უწევს მუსიკის ორი მასწავლებელი, ისინი  პასუხისმგებლები არიან  საჭირო ცეკვებისა და სიმღერების მომზადებაზე, მაკეტის შექმნაზე პასუხისმგებელნი არჩევენ საჭირო მასალას მის შესაქმნელად და მათ ფასილიტატორ რამდენიმე მშობელთან ერთად იწყებენ მუშაობას მის დამზადებაზე.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამებააუდიტორიისათვის გაცნობა _
პრეზენტაცია.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  • ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, ურთიერთთანამშრომლობაპრეზენტაციის უნარი;    
  •   ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,
  •    პრობლემების გადაჭრა და ინოვაციურობა.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა, ბუნება, მუსიკამოსწავლეები ამოიცნობენ და გამოიყენებენ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამის ე-რხებსწარმოადგენენ პროექტს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურით, ახდენენ ხალხური კულტურის ნიმუშების პრეზენტაციას:
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;

ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.
 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;

ს.გ.IV.1.   მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ძირითად ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს და შტრიხს;
·          ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს (მაგ. მოყვითალო მწვანე, მოლურჯო მწვანე;
·          ქმნის სიმეტრიულ და ასიმეტრიულ ნამუშევრებს კოლაჟის, აპლიკაციის, მოზაიკისა და სხვა ტექნიკის გამოყენები

ს.გ.IV.2.  მოსწავლე  მიმართავს  სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლს მათ შესაძლებლობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ქმნის სხვადასხვა ფაქტურას (სხვადასხვა ტიპის მასალით,  მუყაოს ნაჭრებით, ანაბეჭდებით, დაფარული ზედაპირის დაკაწვრით, ასევე, თითებით, ღრუბლით და სხვ.);
·           აქცევს შეცდომას (ხარვეზს, დეფექტს) ნამუშევრის ელემენტად;

ს.გ.IV.10.                 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში,  საკლასო და სასკოლო  ზეიმებში და გამოფენებში;
·           ეცნობა კულტურულ მემკვიდრეობას.

 უს.IV.2. მოსწავლე შეუძლია სიმღერ მარტო და სხვებთან ერთად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მღერის მარტო, წყვილში, გუნდში  ერთხმიან და ორხმიან სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;

უს.IV.5.  მოსწავლე შეუძლია საკუთარ სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მოიძიებს და მოიტანს სასწავლო პროცესისათვის საჭირო ნივთებ;
·           ჩაიწერს დავალებას;
·           კონკრეტული ამოცანის შესაბამისად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას.


უს.IV.8. მოსწავლეს შეუძლია   მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს კლასის კონცერტში, კარნავალში, მეჯლისში;
·           წარდგება აუდიტორიის წინაშე შემსრულებლის, შემოქმედის ან კონფერანსიეს როლში.

მუს.IV.9.  მოსწავლეს  შეუძლია ქცევის ნორმების დაცვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისას.
                     
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხელს არ უშლის წარმოდგენის, კონცერტის, კინოფილმის  მსვლელობას;
·           წინასწარ შეთანხმებული წესების თანახმად გამოხატავს დამოკიდებულებას ნაწარმოების დასრულების შემდეგ;
                            

11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ): 
ნინო ჯოჯიშვილი - გორის რაიონის მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დ/კლასების მასწავლებელი.

12. პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა: ninojojishvili98@gmail.com









https://drive.google.com/file/d/0B1Rg_G-39luOUzdWakt3VnFobVU/edit?usp=sharing


1.     პროექტის სახელწოდება

ყველაზე მადლიანი თვე

2.     პროექტის მონაწილეები
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დ/კლასების მასწავლებლები:  ნინო ჯოჯიშვილი.                   თამარ გინტური
       მუშა ჯგუფის წევრები:                                                   მე-4 ბ კლასის   მოსწავლეები

3.     პრობლემების ანალიზი
დაწყებით საფეხურზე გათვალისწინებულია მოსწავლეები გაეცნონ და გაიწაფონ მარტივი სახის დიაგრამის წაკითხვაში, შესძლოს მონაცემების დაჯგუფების წესის ამოცნობა, თავად დააჯგუფოს მონაცებები.
·         სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ გაიაზრონ სვეტოვანი დიაგრამის პრაქტიკული მნიშვნელობა.
·         მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე საწყის ეტაპზევე საფუძვლიანად გაეცნოს და გაიაზროს მოცემული თემა, რაც ბევრად უფრო ადვილად აღქმადი გახდება კეთების პროცესში.
·          გეომეტრიულ ობიექტებით შექმნილი მხიარული კომპოზიციები საინტერესოს და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს, განუვითარდებათ აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის,თანამშრომლობის, კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, პრობლემათა გადაჭრის და პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები.


4.     შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ.IV.14.     მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სვამს საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემების შესახებ;
·      აღწერს/განმარტავს სვეტოვანი დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემებს სიტყვიერად და წერილობით;
·      ადარებს მონაცემთა ორ ერთობლიობას და პოულობს თვისბრივ განსხვავებას მათ შორის (თვისობრიობა უკავშირდება ერთობლიობაში მონაცემთა გვარობას/ტიპს, მონაცემთა განმეორებადობას, პოზიციას და თანმიმდევრობას).
მათ.IV.13.     მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ალაგებს ჯგუფში გაერთიანებულ არაუმეტეს ათ მონაცემს (მაგალითად:  ზრდადობით ან კლებადობით ალაგებს რიცხვით მონაცემებს;  ლექსიკოგრაფიული მეთოდით ალაგებს გვარებს, რომელთა შორის რამდენიმეს საერთო აქვს არაუმეტეს ორი პირველი ასოსი);
·      აჯგუფებს მონაცემებს არანაკლებ ორი ნიშნით და ხსნის დაჯგუფების წესს;
·      სწორად ავსებს ცხრილს, სქემას, კითხვარს/ანკეტას (მაგალითად შეაქვს მონაცემები მზა ცხრილის შესაბამის უჯრებში).

სახელმწიფო საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტანდარტები

ტექნოლოგიური ინსტრუმენტები
·         მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად, პროდუქტიულობის და შემოქმედებითობის ასამაღლებლად.

საინფორმაციო და კომუნიკაციის ინსტრუმენტები
·         მოსწავლეები იყენებენ ტელეკომუნიკაციის საშუალებებს თანატოლებთან, ექსპერტებთან და აუდიტორიის სხვა ჯგუფებთან თანამშრომლობის და ურთიერთობის დასამყარებლად.
·         მოსწავლეები იყენებენ მედიის და ფორმატების მრავალფეროვნებას სხვადასხვა აუდიტორიისთვის ინფორმაციის ეფექტურად მისაწოდებლად.

5.     პროექტის მიზანი
  •      თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •   გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება; გამოკითხვის ჩატარება, კვლევის წარმოება, მასაკების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით;
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი (სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.

6.     მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, სხვისი აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, შემოქმედებითობის უნარ-ჩვევებს.
მოსწავლეები შეძლებენ:
·         გამოიყენონ მონაცემების შეგროვების  უნარ-ჩვევები გამოკითხვების დროს.
·         მულტიმედიური პრეზენტაციების მომზადებას ზეპირი პრეზენტაციების ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.
·          სვეტოვანი დიაგრამის გამოყენების მნიშვნელობის შეფასებას.
·         სიტყვიერად და ვიზუალურად დიაგრამებით მონაცემების დალაგებას.
·         პრაქტიკულ სიტუაციებში დიაგრამების წაკითხვას.
·          სკოლის მოსწავლეების დაბადების თვეების სტატისტიკის მომზადებას, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის დემონსტრირებას.
7.     მიზნობრივი ჯგუფები

მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
8.     ამოცანების განსახორციელებელად საჭირო საქმიანობები:

1.         ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება.
   1.1  კლასის 4 ჯგუფად გაყოფა და დავალებების გადანაწილება;
   1.2. შეხვედრები კლასის დამრიგებლებთან;
   1.3. მონაცემებისათვის საჭირო სკოლის მოსწავლეთა რაოდენობების დადგენა კლასების მიხედვით
   1.4.  კლასების მიხედვით მოსწავლეთა სიების შედგენა;
   1.5.  სკოლის მეორე კორპუსის მოსწავლეთა სიის შედგენა;
  2.     მონაცემთა შეგროვება.
     2.1.  გამოკითხვების ჩატარება სწავლების საფეხურების მიხედვით;
     2.2  მონაცემების დატანა ცხრილებში;
    2.3.  მონაცემების დახარისხება;
    2,4. კლასების მიხედვით სვეტოვანი დიაგრამების აგება;
   2.5.სკოლის მეორე კორპუსის მოსწავლეთა მონაცემთა მიხედვით სვეტოვანი დიაგრამის აგება;
    2.6.  სვეტოვანი დიაგრამების მიხედვით ,,PowerPoint“-ში ელექტრონული დიაგრამების შექმნა;
    2.7. სკოლის მოსწავლეთა საერთო მონაცემების მიხედვით შედეგების დახარისხება-შეკრება;
2.8. სკოლის მოსწავლეთა საერთო დიაგრამის აგება;
2.9. საერთო მონაცემების ელექტრონულ დიაგრამაზე დატანა;
 3.   სვეტოვანი დიაგრამის პრეზენტაციის მოწყობა.
    3.1.  შექმნილი რესურსების პრეზენტაცია.
    



სოფლის შენებას რა უნდა



1.     პროექტის სახელწოდება

სოფლის შენებას რა უნდა

2.     პროექტის მონაწილეები
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დ/კლასების მასწავლებელი:  ნინო ჯოჯიშვილი
       მუშა ჯგუფის წევრები:                                                                    მე-3 ბ კლასის მოსწავლეები

3.     პრობლემების ანალიზი
დაწყებით საფეხურზე გათვალისწინებულია მოსწავლეები გაეცნონ გეომეტრიული ფიგურების და სხეულების არსის ცნებას, რომლის ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნარის განვითარება; სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.
·         სწავლების ამ საფეხურზე მოსწავლეებს უჭირთ გაიაზრონ გეომეტრიული სხეულების პრაქტიკული მნიშვნელობა, გამოყონ მისი შემადგენელი ნაწილები.
·         მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლე საწყის ეტაპზევე საფუძვლიანად გაეცნოს და გაიაზროს მოცემულ თემას, რაც ბევრად უფრო ადვილად აღქმადი გახდება კეთების პროცესში.
·          გეომეტრიულ ობიექტებით შექმნილი მხიარული კომპოზიციები საინტერესოს და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს, განუვითარდებათ აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის,თანამშრომლობის, კომუნიკაციის, შემოქმედებითობის, პრობლემათა გადაჭრის და პასუხისმგებლო-ბის უნარ-ჩვევები.


4.     პროექტის მიზანი
  •      თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
  •    ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენების გაუმჯობესება.

5.     პროექტის ამოცანები

1.               ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება
2.               მშობლიური სოფლის, მეჯვრისხევის,სოფლის მაკეტის დამზადება.
3.                სოფლის მაკეტის პრეზენტაციის მოწყობა.

6.     მოსალოდნელი შედეგები
·         მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, სხვისი აზრის პატივისცემის, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, შემოქმედებითობის უნარ-ჩვევებს.
·         მაკეტის შექმნით თეორიული ცოდნის ტრანსფერი მოხდება, მოსწავლეები კეთების პროცესში უკეთ გაიაზრებენ გეომეტრიული სხეულების მნიშვნელობას და დანიშნულებას პრაქტიკაში.
7.     მიზნობრივი ჯგუფები

მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებელი.
8.     ამოცანების განსახორციელებელად საჭირო საქმიანობები:

1.         ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება.
   1.1  კლასის 3 ჯგუფად გაყოფა და დავალებების გადანაწილება;
   1.2.  მაკეტისათვის საჭირო ბუნებრივი და ხელოვნური მასალის ჩამონათვალის გაკეთება;
   1.3.  საჭირო მასალის მოძიება-შეგროვება.
  2.     სოფლის მაკეტის დამზადება.
     2.1.  გეომეტრიული სხეულების დამზადება;
     2.2  გეომეტრიული სხეულების გამოყენებით სხვადასხვა ზომისა და ფორმის სახლების,      მრავალსართულიანი ბინების დამზადება;
    2.3.  სოფლის ქუჩის ნახაზის გაკეთება;
    2,4. დამზადებული ბინების განლაგება სიბრტყეზე საჭიროების მიხედვით;
    2.5.  სოფლის მაკეტის გამწვანება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
 3.   სოფლის მაკეტის პრეზენტაციის მოწყობა.
    3.1.  აფიშის დამზადება;
    3.2.  სოფლის მაკეტის პრეზენტაცია.

პროექტის აღწერა
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში.  სივრცე-დროის სტრუქტურის უკეთ გააზრება, ბუნებაში არსებული მრავალი კანონზომიერების აღმოჩენა და აღწერა, ნათლად წარმოაჩენს მათემატიკის სამეცნიერო და კულტურულ ღირებულებას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკა ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას.
ამ საფეხურზე, მიმართულების ძირითადი მიზანია გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნარის განვითარება; გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება; ატრიბუტების მიხედვით ფიგურათა დაჯგუფების, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.
ხელოვნების სწავლებისას პრობლემათა გადაჭრის უნარის განვითარებას ხელს უწყობს: ა) სწავლის პროცესში წარმოშობილი იდეების  რეალიზაციის  პრაქტიკა, ბ) საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭირო მასალის, იარაღის, გამომსახველობითი ხერხების თუ ტექნიკის შერჩევა და ეფექტური გამოყენება, გ) დასახული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელი ინიციატივის და პასუხისმგებლობის გამოვლენა; გ) სტრესის, იმედგაცრუებისა და მარცხის დაძლევა და დასახული მიზნისაკენ მტკიცედ სწრაფვა.


მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
·      ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურათა მოდელების გროვაში;
·      განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს მათი დასახელებისას (მაგალითად: წვერო, წახნაგი, წიბო);
·      იყენებს გეომეტრიულ ფიგურის წვეროების ასოით აღნიშვნებს ფიგურის ელემენტების (წვეროები და გვერდები) დასახელებისას.

·      გეომეტრიული ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას;
·      ირჩევს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს მოცემული გროვიდან და ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას;
ანაწევრებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას ან მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად.

პროექტის მიზანი
·         თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, ეფექტური კომუნიკაციის, გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ-ჩვევების განვითარება.
·         ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენების გაუმჯობესება.

პროექტის ამოცანები
1.               ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება
2.               სოფლის მაკეტის დამზადება.
3.                სოფლის მაკეტის პრეზენტაციის მოწყობა.

პროექტის წარმატებით განსახორციელებლად მუშა ჯგუფმა დაგეგვმა შემდეგი აქტივობები:

  1.   ჯგუფების შექმნა და სამუშაოს გადანაწილება.
1.1  კლასის 3 ჯგუფად გაყოფა და დავალებების გადანაწილება;
1.2.  მაკეტისათვის საჭირო ბუნებრივი და ხელოვნური მასალის ჩამონათვალის გაკეთება;
1.3.  საჭირო მასალის მოძიება-შეგროვება.
  2.     სოფლის მაკეტის დამზადება.
2.1.  გეომეტრიული სხეულების გამზადება;
2.2  გეომეტრიული სხეულების გამოყენებით სხვადასხვა ზომისა და ფორმის სახლების, მრავალსართულიანი ბინების დამზადება;
2.3.  სოფლის ქუჩის ნახაზის გაკეთება;
2,4. დამზადებული ბინების განლაგება სიბრტყეზე საჭიროების მიხედვით;
2.5.  სოფლის მაკეტის გამწვანება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
3.   სოფლის მაკეტის პრეზენტაციის მოწყობა.
3.1.  აფიშის დამზადება;
3.2.  სოფლის მაკეტის პრეზენტაცია.

პროექტის კალენდარული გეგმა:

#
ღონისძიება
03.06
04.06
05.06
06.06
07.06
10.06
11,06
პასუხისმგებელი პირი
1

კლასის 3 ჯგუფად გაყოფა და დავალებების გადანაწილება;
x






მასწავლებელი, მოსწავლეები
2
მაკეტისათვის საჭირო ბუნებრივი და ხელოვნური მასალის ჩამონათვალის გაკეთება;
x






მასწავლებელი, მოსწავლეები
3
საჭირო მასალის მოძიება-შეგროვება.

x
x
x
x


მოსწავლეები
4
გეომეტრიული სხეულების დამზადება;

x
x




მოსწავლეები
5
გეომეტრიული სხეულების გამოყენებით სხვადასხვა ზომისა და ფორმის სახლების, მრავალსართულიანი ბინების დამზადება;


x
x
x


მოსწავლეები
6
სოფლის ქუჩის ნახაზის გაკეთება;



x



მასწავლებელი, მოსწავლეები
7
დამზადებული ბინების განლაგება სიბრტყეზე საჭიროების მიხედვით;




x
x

მასწავლებელი, მოსწავლეები
8
სოფლის მაკეტის გამწვანება და ინფრასტრუქტურის მოწყობა.



x
x


მოსწავლეები
9
აფიშის დამზადება;





x

მოსწავლეები
10
სოფლის მაკეტის პრეზენტაცია.






x
მოსწავლეები



Комментариев нет:

Отправить комментарий