სემინარებსა და კათედრის სხდომებზე გაკეთებული პრეზენტაციები











პრეზენტაციის ანგარიში
ღონისძიების დასახელება:   პრეზენტაცია _ როგორ გავაფორმოთ საგნის გეგმა _ სილაბუსი
ჩამტარებელი :   მეჯვრისხევის საჯარო სკოლის, დაწყებითი კლასების პედაგოგი -
                               ნინო     ჯოჯიშვილი
ჩატარების ადგილი:   მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
ჩატარების თარიღი :   09/09/2013
მიზნები და ამოცანები:   პრეზენტაციის მიზანი იყო მასწავლებლებისათვის სწორად დაგეგმილი სილაბუსის არსის გაცნობა და იმ კომპეტენციების გათვალისწინება, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად და მოქნილად წარმართონ სასწავლო პროცესი.
რეზიუმე :  2012-2013 სასწავლო წელს ჩვენი სკოლა ჩაერთო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებულ პროექტში _ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სადაც ჩვენი სკოლის 7 კაციანმა ჯგუფმა ტრენინგი გაიარა. ტრენინგის დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრებმა შევიმუშავეთ სამუშაო გეგმა, გადავინაწილეთ დავალებები და  ის სიახლეები და რჩევები კოლეგებს გავუზიარეთ პრეზენტაციების სახით.
აუდიტორიას შევთავაზე ინდივიდუალურად წერილობითი მასალა და ,,PowerPoint“ -ში მომზადებული პრეზენტაცია თემაზე _ როგორ გავაფორმოთ საგნის გეგმა სილაბუსი.
პრეზენტაცია უკავშირდებოდა სასწავლო პროცესის რამდენიმე დონეზე დაგეგმვას, წლიური (საგნის გეგმა _ სილაბუსი), თემატური გეგმა, კვირისა და გაკვეთილის გეგმა. გავაცანი სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვის აუცილებლობა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მას მასწავლებლის პროფესიული ზრდა- განვითარებისთვის.
საგნის გეგმის ძირითადი კომპონენტები:
·         სასწავლო საგნის მიზანი;
·         სასწავლო საგნის ამოცანები;
·         წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი და განსავითარებელი კომპეტენციები;
·         წლის განმავლობაში განსახილველი თემები, თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული;
·         სასწავლო მასალა: ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა
·         ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ საკითხების შესწავლისას და შეფასებისას;
·         სასწავლო კურსის შეფასება.
თითოეული მათგანი განვიხილეთ სათითაოდ. ასევე ავღნიშნე ის ფაქტი სილაბუსი არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და გამდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით.
    ამის შემდეგ დეტალურად განვიხილეთ თემატური გეგმა და მასში შემავალი კომპეტენციები:
·         თემა და მასში შემავალი საკითხები;
·         საათების რაოდენობა;
·         თემის ბოლოს მისაღწევი შედეგი;
·         ძირითადი აქტივობები და მეთოდები;
·         რესურსები;
·         შეფასების სისტემა;
·         შენიშვნა.

განვიხილეთ კვირის გეგმა და გაკვეთილის გეგმა, კოლეგებს შევთავაზე კვირის გეგმისა და გაკვეთილის გეგმის რამდენიმე სავარაუდო ნიმუში, შევარჩიეთ გაკვეთილის ერთერთი მოდელი და  გადავწყვიტეთ სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა ახალ 2013-2014 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი ამ ფორმით წარმართოს.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება:   პრეზენტაცია  იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური. მსმენელები  დაინტერესებულნი იყვნენ შეთავაზებული საკითხით. ჩვენს სკოლას სილაბუსის და გაკვეთილის დაგეგმვის კარგი გამოდილება აქვს, მაგრამ ახლად შერჩეული გაკვეთილის გეგმის ფორმა ბევრად უფრო მოსაწონი და კონკტეტული აღმოჩნდა, სიახლე იყო მასწავლებლის თვითშეფასების კომპონენტი, ამ პუნქტმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.
 მე, როგორც პრეზენტატორი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვღელავდი კოლეგებთან წარდგენის წინ, კმაყოფილი დავრჩი ჩემს მიერ გაკეთებული პრეზენტაციით, იქიდან გამომდინარე, რომ მან დიდი ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებში.

ხელმოწერა:                                                                      / ნინო ჯოჯიშვილი/

თარიღი:      09/09/2013

Комментариев нет:

Отправить комментарий