სამოდელო გაკვეთილები



გაკვეთილის გეგმა

24 ოქტომბერი 2013 წელი


გაკვეთილის თემა
ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“
გამოსაკითხი მასალა - რ. ინანიშვილის ,,შემოდგომის დღე“
სწავლების საფეხური
დაწყებითი, მე-4 კლასი
ინტეგრირებული საგნები
ქართული ენა
მასწავლებლის სახელი, გვარი
   ნინო ჯოჯიშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა
20.      სსსმმ მოსწავლეები არ არის
აქტუალობა
მოსწავლეებში ცოცხალი ბუნების მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის განცდა.
 სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ და გააანალიზებენ ტექსტს, პარალელს გაავლებენს შესწავლილ ნაწარმოებთან, დაამყარებენ საგანთაშორის კავშირს ეკოლოგიასთან.

ქართ. IV. 2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·                           გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
ქართ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია მიუსადაგოს სამეტყველო ქცევა დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას. 
·         ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ / შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
·         იყენებს ინტონაციას სასვენი ნიშნების ფუნქციით;
·         კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
·                           მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში. 
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
·    მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);
ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
·         ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         საუბრობს სათაურისა და ტექსტის აზრობრივ/ შინაარსობრივ ურთიერთკავშირზე;
·         ასახელებს სათაურის ალტერნატიულ ვარიანტებს;
·         ასახელებს მოქმედ პირებს;
·         დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
·         ამოიცნობს პერსონაჟთა გრძნობებს, მიზნებს;
·         აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·         საკუთარი სიტყვებით გადმოცემს ტექსტის/მისი  ცალკეული მონაკვეთის მოკლე შინაარსს, გამოყოფს არსებით ინფორმაციას;
·         განსაზღვრავს ცალკეული პერსონაჟის ხედვის კუთხეს, გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ ამბავს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით;
·         აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
ქართ. IV.8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.

·         განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეები  იცნობენ ვაჟა ვაჟა ფშაველას შემოქმედებიდან რამდენიმე ნაწარმოებს
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   ქართული ენა და ლიტერატურა მე-4კლასი
ნ მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი
 მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები,






გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:
A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა. (2 წუთი)
აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება.
მოსწავლეები კითხულობენ წერილებს რომლებიც მათ რევაზ ინანიშვილის პერსონაჯ მონადირეს მისწერეს (5 წუთი)
აქტივობა 3. გამოსაკითხი ტექსტის თხრობა (7 წუთი)
„საპნის ბუშტების“ მეთოდის გამოყენებით ტექსტი გავყავით ოთხ ნაწილად. დავალებები გადავანაწილეთ ჯგუფებში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დავალების პრეზენტაცია
აქტივობა 4. ჩვენ ვიცნობთ ვაჟა ფშაველას
ვსაუბრობთ მწერლის ბიოგრაფიულ ცნობებზე -(5 წუთი)

B  ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა 5. ტექსტის კითხვა.  
ვკითხულობთ ტექსტს ნაწილ-ნაწილ პაუზებით და ვადგენთ ვარაუდების სქემას (10 წუთი)

C ფაზა - რეფლექსია
აქტივობა 6.  ტექსტის ანალიზი
დაფაზე ვაკრავ წარწერებს „ტექსტი და მე“, „ტექსტი და ტექსტი“, „ტექსტი და გარესამყარო“ და მოსწავლეებს ვთხოვ დაუკავშირონ ისინი ახლად გაცნობილ მასალას  (8 წუთი)
აქტივობა 7.   გაკვეთილის შეფასება/შეჯამება (5 წუთი)
მოსწავლეები მსჯელობენ და აფასებენ, როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე საკუთარ თავს და ჯგუფის წევრებს წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით
აქტივობა 8.  საშინაო დავალების მიცემა (3 წუთი)
ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ კითხვით, წერითი სამუშაო აქტივობის რვეული #1
შეფასება და თვითშეფასება
 გაკვეთილის მსვლელობის დროს დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის და  ჯგუფში მუშაობის შეფასების საფუძველზე.












გაკვეთილის გეგმა

16 ოქტომბერი 2013 წელი

გაკვეთილის თემა
ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“ „ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი“ არქაიზმები
სწავლების საფეხური
დაწყებითი, მე-4 კლასი
ინტეგრირებული საგნები
ქართული ენა
მასწავლებლის სახელი, გვარი
   ნინო ჯოჯიშვილი

მოსწავლეთა რაოდენობა
20.      სსსმმ მოსწავლეები არ არის
აქტუალობა
„ვეფხისტყაოსანში“ მოცემული აფორიზმების სიღრმისეული წვდომა
 სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ და გააანალიზებენ ტექსტს, გადმოსცემენს მის შინაარსს თხრობით, პარალელს გაავლებენს შესწავლილ ნაწარმოებთან, დააკვირდებიან ლექსიკურ და გრამატიკულ არქაიზმებს (ტერმინის ხმარების გარეშე)

ქართ. IV. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი შინაარსი.
·         თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას;
·         გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.

ქართ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
·         მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით;
·         ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს;
·         აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
·         უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს;
·         მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
·         გამოხატავს საკუთარ ემოციებს/განცდებს და ცდილობს მათ ახსნას („გამიკვირდა იმიტომ, რომ...“, „აღვშფოთდი იმიტომ, რომ...“).
·          
ქართ. IV. 4. მოსწავლეს  შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში. 
·         ყოფითი სიტუაციების აღწერისას სათანადოდ რთავს მეტყველებაში სპეციფიკურ ლექსიკას;
·         მასწავლებლის მიერ მითითებული ნიმუშების მიხედვით შემოქმედებითად იყენებს სიტყვათა სემანტიკურ კავშირებს (სინონიმს, ანტონიმს...);

ქართ. IV. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტების დამოუკიდებლად წაკითხვა.
·         ამოიცნობს კონკრეტული ჟანრისათვის (მაგ., იგავ-არაკის, ზღაპრის, მოთხრობის) დამახასიათებელ ნიშნებს;
·         ასახელებს მოქმედ პირებს;
·         დამოუკიდებლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად;
·         აკვირდება პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო დასკვნა მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ;
·         აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;

ქართ. IV. 8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა წაკითხული ტექსტის (მხატვრულის/არამხატვრულის) მიმართ; ავლენს ესთეტიკური და ეთიკური შეფასების სურვილს.
·         განმარტავს, რით არის კონკრეტული ტექსტი მისთვის საინტერესო;
·         მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი, ბუნების აღწერა, დიალოგები თუ სხვა);
·         მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან ან მაგალითებს პირადი გამოცდილებიდან.

მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსწავლეები  იცნობენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“.
საკლასო მენეჯმენტი
ინდივიდუალური, ჯუფური.

საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვენელოები:   ქართული ენა და ლიტერატურა მე-4კლასი
ნ მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი
 მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
დაფა, ცარცი, მარკერები, მაგნიტური დაფა, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები,






გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი:

აქტივობები:

A ფაზა -გამოწვევა
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხი, გაკვეთილის თემის გაცნობა. (2 წუთი)
აქტივობა 2. ვმუშაობთ ჯგუფურად.
ვავსებთ კოგნიტურ სქემას (რა ვიცით ,,ვეფხისტყაოსნის“  შესახებ). (5 წუთი)
აქტივობა 3. ნამუშვრების პრეზენტაცია (5 წუთი)
აქტივობა 4. საშინაო დავალების შემოწმება
(,,ვეფხისტყაოსნიდან“ მოძიებული აფორიზმების პრეზენტაცია) -(5 წუთი)
მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით წარმოადგენენ ,,ვეფხისტყაოსნიდან“ მოძიებულ აფორიზმებს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცემენ მათ მნიშვნელობას.

B  ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა 5. ტექსტის წაკითხვა და ანალიზი .  
კითხვა ნიშანთა სისტემის მეთოდის გამოყენებით (10 წუთი)
აქტივობა 6.  არქაიზმებზე დაკვირვება
ტექსტიდან მოძველებული, ხმარებიდან ამოღებული სიტყვების ამოკრეფა და მისი შესაბამისი სიტყვების შერჩევა  (5 წუთი)

C ფაზა - რეფლექსია
აქტივობა 7.   პარალელის გავლება შესწავლილ ნაწარმოებთან (5 წუთი)
დაფაზე წინასწარ გამზადებული ვენის დიაგრამის საშუალებით.ს. ს. ორბელიანის იგავ-არაკი „საყვედური ტყვეობაზე უარესია“ -ს და ,,ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი“-ს შედარება.
აქტივობა 8.  გაკვეთილის შეჯამება- შეფასება (5 წუთი)
მოსწავლეები მსჯელობენ და აფასებენ, როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე საკუთარ თავს და ჯგუფის წევრებს წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით
აქტივობა 9.  საშინაო დავალების მიცემა   (3 წუთი)
ნაწყვეტი „ვეფხისტყაოსნიდან“ „ჭაში ჩავარდნილი კაცის ამბავი“ - კითხვით, წერითი დავალება აქტივობის რვეულიდან სავარჯიშო #2, 3               
შეფასება და თვითშეფასება
 გაკვეთილის მსვლელობის დროს დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის და  ჯგუფში მუშაობის შეფასების საფუძველზე.






Комментариев нет:

Отправить комментарий