თვითშეფასება
№
|
კრიტერიუმები /ქულები
|
1
|
2
|
3
|
1
|
გაკვეთილის მიზანი გასაგები, კონკრეტული და რეალისტური იყო
|
|||
2
|
გამოყენებული
მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
|
|||
3
|
სწორად
გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას
|
|||
4
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
|
|||
5
|
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
|
|||
6
|
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
|
|||
7
|
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
|
|||
8
|
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
|
|||
9
|
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
|
|||
10
|
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
|
|||
11
|
მივეცი საშუალება
მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
|
|||
12
|
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად
|
საგაკვეთილო პროცესის
შეფასების სქემა
|
1
|
2
|
3
|
მოქნილობა /კრეატიულობა
|
მასწავლებელს არ აქვს ლავირების უნარი _ იგი მოჰყვება
დაგეგმილ აქტივობებს, მიუხედავად იმისა, გადის თუ არა შედეგზე
|
მასწავლებელს ნაკლებად აქვს ან არაეფექტურად ამჟღავნებს
ლავირების უნარს
|
მასწავლებელს აქვს ლავირების უნარი - მას შეუძლია
დაგეგმილი აქტივობების შეცვლა შექმნილი რეალიების შესაბამისად
|
აქტივობები და სწავლების მეთოდები
|
აქტივობები და მეთოდები ერთფეროვანია და მოუქნელი.
ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, ვერ უზრუნველყოფს
სასწავლო შედეგის მიღწევას.
|
გამოყენებულია რამდენიმე სხვადასხვა ტიპის აქტივობა
და მეთოდი, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ძირითადი ბირთვის ჩართულობასა და მოტივაციის
ამაღლებას, ნაწილობრივ უზრუნველყოფს სასწავლო შედეგის მიღწევას.
|
მოქნილად არის გამოყენებული მრავალფეროვანი, ერთმანეთთან
ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს
ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მათში მოტივაციის ამაღლებას, სასწავლო შედეგის მიღწევას.
|
რესურსები
|
არ იყენებს/ არაეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ
რესურსებს.
|
იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს, თუმცა თავად იშვიათად
მოიძიებს და ქმნის მას.
|
მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს სკოლაში არსებულ,
მის მიერ მოძიებულ და შექმნილ რესურსებს.
|
შეფასება
|
მის მიერ გამოყენებული შეფასების ტიპები არაადეკვატურია,
ხოლო გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
ნაკლებად ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეული არის
თუ არა შედეგი.
|
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა
შედეგი.
|
კლასის მართვა
|
კლასი ქაოტურია. მასწავლებელს არ აქვს შემუშავებული
გაკვეთილზე ქცევის წესები. მასწავლებელი მოსწავლის მიმართ არაეთიკურია
|
კლასი ნაწილობრივ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში,
მოსწავლეთა ნაწილის ქცევა დესტრუქციულია. მასწავლებელი ცდილობს სიტუაციის დარეგულირებას,
თუმცა მის მიერ გამოყენებული წესები რიგ შემთხვევებში არაეფექტურია.
|
მოსწავლეები სრულად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში,
დისციპლინა თვითრეგულირებადია. მცირე დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი ადვილად
ახერხებს წესრიგის აღდგენას.
|
გაკვეთილის გეგმის
შეფასების სქემა
|
1
|
2
|
3
|
საგაკვეთილო მიზანი და შედეგი
|
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი
და შეფასებადი; არ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს
|
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად, მაგრამ ნაკლებ
რეალისტური და გაზომვადია;
ბოლომდე ვერ აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
|
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად;
იგი არის გაზომვადი და შეფასებადი;
სრულად აღწერს შესაბამის სასწავლო შედეგს.
|
აქტივობები, მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები
|
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
სასწავლო მეთოდები შეუსაბამოა აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
|
აქტივობები ნაკლებად უწყობს ხელს დასახული მიზნის
მიღწევას; სასწავლო მეთოდები ნაწილობრივ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის
ორგანიზების ფორმები მეთოდებთან
|
აქტივობები სრულად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები
მეთოდებთან
|
შეფასება
|
შეფასების ტიპები და მეთოდები საერთოდ არ არის მოცემული,
ან ვერ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
მოცემულია შეფასების ტიპები და მეთოდები, რომლებიც ნაწილობრივ განსაზღვრავს, მიღწეულია თუ არა შედეგი.
|
კონკრეტულას არის მოცემული შეფასების ტიპები და მეთოდები,
რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს, მიღწეულია
თუ არა შედეგი.
|
თვითშეფასება
|
გაკვეთილის გეგმას თან არ ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების
რუბრიკა/ ახლავს, თუმცა იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ საშუალებას არ აძლევს
გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც
ნაწილობრივ აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
გაკვეთილის გეგმას თან ახლავს მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა, რომელიც
სრულად აძლევს საშუალებას გააანალიზოს მის
მიერ ჩატარებული გაკვეთილი.
|
კომენტარი:
გაკვეთილის შეფასების სქემა
შეფასების კრიტერიუმები
|
პირობითად ჩაეთვალა
|
ჩაეთვალა
|
წარმატებით
ჩაეთვალა
|
შეუძლია პრაქტიკულად
დროის ინტერვალის
ერთი საათის, ნახევრის, მეოთხედის, მესამედის გამოსახვა წუთებით
|
ცდილობს დროის ინტერვალის ერთი საათის, ნახევრის, მეოთხედის, მესამედის
გამოსახვას წუთებით
|
ხარვეზებით გამოსახავს დროის
ინტერვალის ერთი საათის, ნახევარს, მეოთხედს, მესამედს წუთებით
|
თავისუფლად, სწორად გამოსახავს
დროის ინტერვალის ერთი საათის, ნახევარს, მეოთხედს,
მესამედს წუთებით
|
შეუძლია მართებულად ისრებიანი საათის გამოყენება და მასზე გამოსახული
დროის ამოცნობა
|
ცდილობს მართებულად გამოიყენოს ისრებიანი საათი და ამოიცნოს მასზე გამოსახული
დრო
|
მართებულად იყენებს ისრებიან საათს და ხარვეზებით ამოიცნობს მასზე გამოსახულ
დროს
|
მართებულად იყენებს ისრებიან საათს და სწორად ამოიცნობს მასზე გამოსახულ
დროს
|
მუშაობს ინდივიდუალურად და ჯგუფებში, იცავს დროის ლიმიტს.
|
ცდილობს იმუშაოს ჯგუფის წევრებთან, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
ნაწილობრივ ასრულებს სამუშაოს ჯგუფში და იცავს დროის ლიმიტს
|
იცავს დროის ლიმიტს და ლოგიკური თანმიმდევრობით ასრულებს მოცემულ დავალებას
ჯგუფში.
|
ქალბატონო ნინო,შეიძლება წავიღო?
ОтветитьУдалить